კომპანია


1998 წელს, საქართველოში "ქემელ თროფი"-ს ექსპედიციის მომსახურების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით ღონისძიებების ინდუსტრიით და შევქმენით კომპანია "ჯორჯიან ივენტს". პარტნიორების და გუნდის წევრების უნარი ყურადღებით მოგვესმინა ადამიანებისთვის, დაგვენახა რასაც ისინი ხედავდნენ, გვეგრძნო რასაც ისინი გრძნობდნენ და გაგვეზიარებინა მათი ოცნება იყო ის მამოძრავეებელი ძალა, რამაც შექმნა იდეა და განსაზღვრა კომპანიის შინაარსი.

 

ჩვენთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ დასავლეთში არსებობს ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ინდუსტრია: Meeting Incentives Conventions Events/Exhibitions (MICE) და რომ ინტუიტიურად შექმნილი კომპანია ძალიან ახლოა თავისი პრინციპებით საერთაშორისო ნორმებთან. შემოქმედებითობამ, მიზანსწრაფვამ და ერთგულმა გუნდმა განაპირობა კომპანიის წარმატებული განითარება წლების განმავლობაში ჩვენ ასობით კომპანიის და ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები გავიზიარეთ; მათთან ერთად ვიყავით ბედნიერი და გამარჯვებული; მათთან ერთად აღვიზარდეთ და ჩამოვყალიბდით. ჩვენი კორპორაციული კულტურა და ღირებულებები მრავალი გამორჩეული ადამიანის მიერ გაზიარებული ცოდნის და მათი საქმისადმი დამოკიდებულების შედეგად ჩამოყალიბდა.

 

მისია

ჩვენი მისიაა დაგეხმაროთ თქვენი ხედვა, ღირებულებები და მიღწევები ჯეროვნად მიაწოდოთ საზოგადოებას მძლავრი კომუნიკაციური ინსტრუმენტის - კრეატიული ღონისძიებების მეშვეობით.

 

ხედვა

ჩვენ ვხედავთ "ჯორჯიან ივენტს" როგორც კომპანიას, რომელიც ასოციირდება ღონისძიებების ინდუსტრიაში ხარისხის სტანდარტთან, კრეატიულობასთან და იქნება ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი გლობალურ ბიზნეს-სამყაროში.

 

მიზნები

ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ კომპანია, გავაფართოვოთ მომსახურების სპექტრი და მაქსიმალური უკუგება
მივცეთ ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებს და პერსონალს. ჩვენ ამას მივაღწევთ მუდმივი მეცადინეობით,
დაუღალავი შრომით და ნიჭიერი ადამიანების შემოერთებით.

 

კორპორაციული ღირებულებები

კრეატიულობა: ჩვენ ვოცნებობთ
შემართება: ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით
ზნეობა: ჩვენ ვიცავთ წესებს
ერთგულება: ჩვენ ბოლომდე ვრჩებით
მადლიერება: ჩვენ გვახსოვს, რომ შეგვქმნეს ჩვენმა კლიენტებმა
ხარისხი: ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ

 

მთავარი უპირატესობები

ხალხი: კრეატიული, მოტივირებული, სანდო გუნდი
გამოცდილება: 18 წელი ტურიზმის, 10 წელი MIჩE  ინდუსტრიაში.
განათლება: პროფესიული ტრეინინგები და საერთაშორისო პრაქტიკა
მოქნილობა: დელეგირების მაღალი ხარისხი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
პარტნიორები: მომწოდებლების ქსელი და შესაბამისი სფეროს საუკეთესო კომპანიები
დივერსიფიცირებული პროდუქტი: პროდუქტის ადეკვატური თავსებადობა ნებისმიერ ბიუჯეტთან, ღონისძიების ინვენტარის ლიზინგიდან ფართო მასშტაბის ღონისძიებებამდე.

Chat with me

ფერისცვალების 22 ქ. #8
თბილისი
ტელ: +995 32 2999 000
ფაქსი: +995 32 2231 204
ელ-ფოსტა: georgia(at)events.ge
shop(at)events.ge

Private Policy | Terms of Use | Copyright©2009 შპს. "ჯორჯიან ივენტს"
Events Shop 



   შესრულებულია ITNovations მიერ