კორპორაციული ღონისძიებები
კორპორაციული ღონისძიება კომპანიის კომუნიკაციური თუ მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტი და გზავნილების მიწოდების ეფექტური საშუალებაა.
ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები მეტი ხალისით იღებენ ინფორმაციას, ხოლო გაზიარებული ემოციური მუხტი განსაკუთრებით დიდხანს ძლებს. კომპანიის მენეჯერების სათქმელი ვერ მიაღწევს აუდიტორიამდე თუ კრეატიული იდეა, თემატიკა და ღონისძიების შემადგენელი კიდევ მრავალი კომპონენტი ხარისხით და ფორმატით არ შეესაბამება კომპანიის იმიჯს და არ პასუხობს ღონისძიების ამოცანებს.
"ჯორჯიან ივენტს" - ის დაქირავება კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვისთვის შემდეგ უპირატესობას განიჭებთ:
1. ჩვენ ვპოულობთ არაორდინალურ საღონისძიებო ადგილებს
2. ჩვენ ვხედავთ სივრცეს და ვცვლით სტანდარტულ გარემოს
3. ჩვენ ვგძნობთ კონტექსტს და ვქმნით კორპორაციულ ღირებულებებთან ასოცირებულ თემატიკას
4. ჩვენ ვიცით ეტიკეტი და ვითვალისწინებთ მას ღონისძიების დაგეგმვისას
5. ჩვენ ვიცნობთ საზოგადოებას და ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას
6. ჩვენ ვართ კოორდინაციაში მომწოდებებლებთან, გაწვდით ანგარიშებს და ვზოგავთ თქვენს დროს
7. ჩვენ წარმოვადგენთ ღია ბიუჯეტს, რაც საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ ფასების შედარება და ხარ ჯების კონტროლი
8. ჩვენ არ გვაქვს ინტერესების კონფლიქტი პროფილირებულ მომწოდებლებთან და ვთანამშრომლობთ თქვენს მიერ ნაცად პარტნიორებთან
9. ჩვენ მობილიზებული ვართ და მოკლე ვადებში ვასრულებთ დაკვეთას
10. ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდი და ვიცავთ თქვენს კორპორაციულ ინტერესებს
"ჯორჯიან ივენტს" აწარმოებს კორპორაციული ღონისძიების მენეჯმენტის სრულ ციკლს:
